ნათია თურნავა და ყაზახეთის ინდუსტრიის მინისტრი შუა სატრანზიტო კორიდორის კონცეფციის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ

„ჩვენ განვიხილეთ ბევრი სტრატეგიული საკითხი, მათ შორის, ჩვენი სატრანზიტო კორიდორის, „შუა კორიდორის” კონცეფციის შემდგომი განვითარება, ასევე – გამჭოლი ტარიფები, რომლებიც უფრო მარტივს გახდის სატვირთო გადაზიდვებს აღნიშნულ კორიდორში და უფრო მეტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო ფუნქციას”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველო – ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ.
დოკუმენტს, ასევე, ხელი მოაწერა ყაზახეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა, რომან სკლიარმა. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ნათია თურნავას განცხადებით, როგორც საქართველოს, ასევე ყაზახეთს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ იმ ნაკადების მოზიდვაში, რომლებიც ჩინეთიდან შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს.
„ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საბორნე მიმოსვლის ინტენსიფიკაცია შავ და კასპიის ზღვებზე, რადგან აღნიშნულიც შუა კორიდორის შემადგენელი ნაწილია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რაც შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს – მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები