დავით სერგეენკო პრეზიდენტს პასუხობს: გაჭირვებული ოჯახების აღწერა უწყვეტად მიდის

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გაჭირვებული ოჯახების აღწერა უწყვეტად მიმდინარეობს და არასოდეს შეჩერებულა. როგორც მან პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, სოციალური დახმარებების დანიშვნა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასებას გულისხმობს.
“ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა. სოციალური დახმარებების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისათვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ გამართულ ბრიფინგზე მარტვილში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მან ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა დააჩქარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები