„ქართული ოცნების” ლიდერები გერმანელ დეპუტატ ფრენკ შვაბეს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრენკ შვაბე და ამავე ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი, ფრანჩესკა არბოგასტი „ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს – კახი კალაძეს, პოლიტიკურ მდივანს – ირაკლი ღარიბაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს – არჩილ თალაკვაძესა და უმრავლესობის წევს – დიმიტრი ცქიტიშვილს შეხვდნენ.
როგორც „კვირას“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის, ევროპასა და გერმანიასთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები