ლევან სურგულაძე: საპენსიო სქემაში სულ 49 535 კერძო კომპანიაა ჩართული

„საპენსიო სქემაში სულ 49 535 კერძო კომპანიაა ჩართული“, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა.
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ლევან სურგულაძე დეპუტატებს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოხსენებით მიმართავს.
მისივე თქმით, ფონდის ღირებულება სულ, ამ ეტაპზე, არის 145 573 875 ლარი.
სურგულაძის განმარტებით, დარიცხული სარგებელი, ამ ეტაპზე, 784 313 ლარია.
„სულ, საპენსიო სქემაში ჩართულია 49 535 კერძო კომპანია. ფონდის ღირებულება, ამ ეტაპზე, არის 145 573 875 ლარი, მათ შორის, დარიცხული სარგებელი, ამ ეტაპზე, არის 784 313 ლარი, ხოლო სულ საპენსიო შენატანები და სარგებელი ერთად არის 174 047 572 ლარი. დაახლოებით, 20 მილიონშია აქ განსხვავება, ეს იმიტომ, რომ კომპანიებმა გადმორიცხეს ფული, მაგრამ ჯერ არ დაუხურავთ დეკლარაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფული დევს კომპანიის ბალანსზე ჩვენს სისტემაში, მაგრამ ჯერ არ გაგვინაწილებია კონკრეტული ადამიანებისთვის; ანუ, ჯერ ის არ გამხდარა ფონდის ნაწილი“, – განაცხადა სურგულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები