რომან კაკულია: საპენსიო რეფორმა ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტია

„საპენსიო რეფორმა ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტია“, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულების თემაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის მოხსენება მიმდინარეობს.
როგორც რომან კაკულიამ სხდომის დაწყებამდე განმარტა, დეპუტატებისთვის საინტერესო შეკითხვებს შორის ერთ-ერთი ეხება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ უნდობლობას, რომ საპენსიო ასაკამდე მიღწევის შემდეგ მოქალაქის მიერ დაგროვილი თანხა ადრესატამდე აღარ მიაღწევს.
“ეს არის ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საუკეთესო სცენარით განვითარდეს. ეს ერთ-ერთი შემადგენელი პირობაა და ჩვენ ყველანი ერთად ვრისკავთ, რადგან ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არ ჩანდა. ვფიქრობ, რომ ეს რისკი გონივრულია”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები