თამარ ჩუგოშვილი: პოლიციელებზე თავდასხმა არცერთი არგუმენტით შეიძლება, გამართლებული იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პანკისში განვითარებულ მოვლენებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ვერანაირი არგუმენტით გამართლდება. რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, მისივე თქმით, ამაზე მეტი კომუნიკაციაა საჭირო მოსახლეობასთან.
„ამ საკითხს რამდენიმე მხარე აქვს. რაც სრულიად ნათელია, არის ის, რომ პოლიციელებზე თავდასხმა დაუშვებელია. არცერთ მოცემულობაში და არცერთი არგუმენტით შეიძლება, რომ გამართლებული იყოს. ამაზე ძალიან ცხადი პოზიცია მაქვს. რაც შეეხება ჰესების მშენებლობის აუცილებლობას – იმის თაობაზე, რომ ზიანი კი არა, პირიქით, შეიძლება სარგებელი მოუტანოს როგორც ხეობას, ასევე – მთლიანად ქვეყანას, ალბათ, მეტი კომუნიკაციაა საჭირო; მხარეები შეთანხმდნენ, რომ მშენებლობა გაგრძელდება მას შემდეგ, რაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ექნება მხარდამჭერი პოზიცია და სრულფასოვანი ინფორმაცია. ვფიქრობ, განიმუხტება სიტუაცია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები