ეკა ბესელია დათა ახალაიას განთავისუფლების ფაქტს ეხმაურება
საბერძნეთის სასამართლოს მიერ ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას გათავისუფლების ფაქტს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალაიას საკამოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული, რომელიც ადამიანის სოცოცხლის ხელყოფას უკავშირდება.
“დათა ახალაისთან დაკავშირებით, სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და ეს საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხდება. ახალაიას მიმართ მძიმე ბრალდებებია წარდგენილი, მათ შორის არის გახმაურებული ფაქტი, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას უკავშირდება. როდესაც დადგება მისი ექსტრადიციის საკითხი, სასამართლო იმუშავებს და, შესაბამისად, კანონის სრული დაცვით წარიმართება ყველაფერი. ვფიქრობ, ეს პროცედურები ისევ გაგრძელდება და ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით მოხდება. ეს არ არის ბოლო ეტაპი. პროცესი ისევ გრძელდება და ის საკმაოდ რთულია, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.