მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებაზე: ცოტას კიდევ მოვითმენ, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინაში მალე დაბრუნდება. თუმცა, როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე სასაზღვრო სამსახურის განცხადების საპასუხოდ დაწერა, სანამ ქვეყანას ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკო მართავს, ეს ვერ მოხდება.

„ვიდრე პეტრო პოროშენკო პრეზიდენტია, არც ველოდი სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს. არაუშავს, კიდევ ცოტას მოვითმენ, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისათვის, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების მზაობა გამოთქვა. მას 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც უკრაინაში შესაძლო ჩასვლის შესახებ საუბრობს, ქვეყანაში კანონიერად შესვლის შანსი არ აქვს.
„2017 წლის სექტემბერში მან პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აღნიშნული ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დასტურდება. ჩადენილი კანონდარღვევის გამო, მისთვის უკრაინაში შემოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლამდე შეზღუდვებია დაწესებული“, – ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები