ბათუმში, ლერმონტოვის 30-ში ხანძარი ლიკვიდირებულია. “კვირას” ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები. დაშავებულები არ არიან.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ფოტომასალის ავტორი: ბაჩო მიქელაძე