გიორგი გახარია: თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით სურს ჩემი ნახვა, შეუძლიათ, ყავაზე დამპატიჟონ

არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არცერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს მისი ხილვა დამატებით სურთ, მათ შეუძლიათ ის ყავაზე დაპატიჟონ.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე არ აქვს. მე როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ჩემს ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ, დაველაპარაკები“,-  განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში 3 მაისს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები