სალომე ზურაბიშვილი: მოსამართლეთა 2020 წლის არჩევნების შემდეგ დანიშვნის რეკომენდაცია უფრო პოლიტიკურია, ვიდრე – სამართლებრივი

“ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც თანამდებობებზე დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის განწესებას ეხება​ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვფიქრობ, უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე – სამართლებრივი”, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად საქართველო მიიღებს მართლმსაჯულების ისეთ სისტემას, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველ საქმეებზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას.
„რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც თანამდებობებზე დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის განწესებას ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში – ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე – სამართლებრივი. იმედი მაქვს, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად საქართველო მიიღებს მართლმსაჯულების ისეთ სისტემასა და მოსამართლეთა კორპუსს, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველ საქმეებზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ამაღლდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ჩვენი ერთობლივი მიზანია. მინდა, გამოვთქვა კმაყოფილება პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ კონსტრუქციული ურთიერთობისა და მასთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგების შესახებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები