საქართველოს პრეზიდენტი ამერიკულ ტელეკომპანია „სიბიესს“ (CBS) მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი ცნობილი სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ შემდეგი ეპიზოდის სცენარში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
როგორც ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს, სერიალის შემდეგ ეპიზოდში ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული.
„სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანი“ შემდეგ სერიაში „სამხრეთ ოსეთი“ მოხსენიებული იქნება, როგორც „რუსეთის პროვინცია“. სცენარში ეს შეცდომა უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ „სიბიესსა“ და შოუს სცენარისტებს, პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო კორექტივები შეიტანონ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.