„რობერტ სტურუა და საბჭოთა ეპოქა“ – დისკუსია გაიმართება

23 აპრილს, 19:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, დისკუსია თემაზე – „რობერტ სტურუა და საბჭოთა ეპოქა“ გაიმართება. საღამოს უმასპინძლებს თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ვასაძე.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, დისკუსია მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტის „ქართული კულტურა და XX საუკუნე” ეგიდით გაიმართება, რომელიც სხვადასხვა სფეროს მკვლევრების ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები