მამუკა გამყრელიძე: მინისტრმა რამდენჯერმე გაიმეორა: “ჩვენი ძმობა”,”ჩვენი მეგობრობა” – ეს არის უზარმაზარი შეცდომა

0

“ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი – მამუკა გამყრელიძე პანკისში განვითარებულ მოვლენებს და კერძოდ, შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ხეობაში გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ტელევიზიით ვუყურებ გახარიას შეხვედრას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მინისტრმა რამდენჯერმე გაიმეორა: “ჩვენი ძმობა” ,”ჩვენი მეგობრობა”. ეს არის უზარმაზარი შეცდომა, როცა შსს მინისტრი განსაკუთრებით უსვამს ხაზს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ წარმომავლობას. რა ძმობა? ვისა და ვის შორის? ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან, ისეთივე ქართველები, როგორიც თავად გახარიაა (ცხადია თუ გახარია ქართველად მოისაზრებს თავს). რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად დაიბადა და ვინ ვისი შვილია? ეს ხალხი ქართულ სახელმწიფოში ცხოვრობს, სხვებთან ერთად.
აი ასე, ნელ-ნელა, საძირკვლიდან თითო აგურის გამოცლით, ანგრევენ ქართულ სახელმწიფოს !”, -წერს მამუკა გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი