ირაკლი სესიაშვილი: პროცესი მართულია

0

გარკვეული ჯგუფების მიერ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს მართულს უწოდებს.
“პროცესი მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, პოლიციას არ ეხალისება ძალის გამოყენება, მაგრამ თუ კანონი ირღვევა, პოლიცია ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება.
პროტესტის ფორმა არასწორია. ამ პროექტს მოაქვს სარგებელი. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში, რომ უარი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პანკისის ხეობაში მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა დღეს უნდა დაწყებულიყო. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. და­ზი­ან­და როგორც პოლიციის, ასევე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნე­ბი.

კომენტარები

კომენტარი