დათა ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა მოუწევს (ვიდეო)

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო, ექსტრადირების საკითხის განხილვა კი ორი თვით გადადო. ამის შესახებ დათა ახალაიას ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტეროპოლუსმა განაცხადა. მისი განცხადებით, ახალაია საპატიმროს ხვალ დატოვებს, მანამდე კი დოკუმენტაციის მოგვარება და თანხის გადახდაა საჭირო. დათა ახალაიას 100 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.
„დათა ახალაია თავისუფალია. სასამართლომ მისი განთავისუფლება გადაწყვიტა. ჩვენ ზუსტი არგუმენტები გვაქვს პოლიტიკური დევნის შესახებ. სასამართლომ ჩვენი არგუმენტები მისაღებად ცნო და დოკუმენტაციის მიღებისთანავე ის საპატიმროს დატოვებს. მანამდე კი გირაოს გადახდაც მოუწევს. თანხა, რომელიც ახალაიამ უნდა გადაიხადოს, ასი ათასი ევროა“, – განაცხადა ბერძენმა ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტეროპოლუსმა.
შეგახსენებთ, რომ დათა ახალია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის „ნავთლუღის სპეცოპერაცია“ და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=6AKLDTjrVrs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები