პანკისის ხეობაში ვითარება კვლავ დაიძაბა – აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს ესვრიან(ვიდეო)
პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის კიდევ ერთი დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს ესვრიან. მათ წინააღმდეგ სპეცრაზმი ცრემლმდენ გაზს იყენებს.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.
ადგილობრივების ნაწილი ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.
ვიდეო: პირველი არხი