შსს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი

0

შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა.
„ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ უწყებაში.
პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ ჰესის აშენების საშუალებას არ მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში „ალაზანი ენერჯიმ” და „ფერიმ” “ხადორი-3-ის” მშენებლობა დღეს დაიწყეს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

კომენტარები

კომენტარი