გია აბაშიძე: „რუსთავი 2″ -ის ყალბი ამბების მაუწყებლობა ბევრი თქვენგანის ცნობიერებასა და აღქმებზე მანიპულირებს?!

0

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე „რუსთავი 2″-ის მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, რომ მარტვილელი 15 წლის მოზარდის სუიციდის მიზეზი შიმშილი იყო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„უკლებლივ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვებაა და ჩვენ მიერ დაქირავებული ხელისუფლებისგან მოვითხოვთ ვითარების დროულ და რადიკალურ გაუმჯობესებას. და უკლებლივ ყველანი ჯერ კიდევ ვერ ვთანხმდებით, რომ “ერორის” [error][“რუსთავი-2”] ყალბი ამბების მაუწყებლობა ზღვარგასდასული სიბინძურის მორევშია და ბევრი თქვენგანის ცნობიერებასა და აღქმებზე მანიპულირებს?!
გასულ შემოდგომაზე, როცა ჩემი ერთკვირიანი დაკვირვებით, გამოვავლინე, რომ “ერორის” ნიუსების 80% ფეიკი და მანიპულირება იყო, მეცნენ ე.წ. “ფაქტჩეკერების” ორმაგსტანდარტიანი წარმომადგენლები, თუმცა ზუსტად ეს ზოგიერთი ე.წ. “ფაქტჩეკერი” [ფაქტების გადამმოწმებელი] ის სუბიექტები არიან, რომელნიც საერთოდ ვერ ერკვევიან საერთაშორისო ურთიერთობაში და “საზმაუს” ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებენ. მეტიც, ერთ-ერთი მათგანი მიულერის კომისიის დასკვნამდე, ტრამპის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევაზე უაპელაციოდ ღაღადებდა. სხვა სუბიექტი კიდევ უფრო შორს წავიდა და საკუთარ აკადემიურ გამოკითხვაში დასვა შეკითხვა – “გვეშველება თუ არა რამე?” და ა.შ. და რაც ყველაზე მთავარია, ამ ე.წ. “ფაქტჩეკერების” ყურადღების მიღმა მუდმივად რჩება “ერორის” ტყუილები და ყალბი ამბები. მაშინაც კი, როცა აშშ-ის საელჩო მიუთითებს “ერორს” [ამერიკელი იუნკერ ქალზე ძალადობის ფაქტზე მორიგი ბინძური ტყუილი]…
გამოსავალი ამდენი სიყალბიდან? რასაკვირველია, არის. ცივილიზებულ დასავლეთში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა-დანერგვა და არა აქაური ფსევდოების ბოდვების მოსმენა. მაგალითად, ბრიტანეთში არსებობს სამთავრობო სტრუქტურა, მარეგულირებელი – Ofcom [The Office of Communications, კომუნიკაციების ოფისი], რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას კომუნიკაციის ყველა სფეროში და უწინარესად, საზოგადოების დაცვას მედიის მავნე და შეურაცხმყოფელი მასალებისგან. დედიმისის შვილია, რომელიმე ბრიტანული ტელეარხის [არა მხოლოდ იქაური საზმაუ BBC] ტელეწამყვანმა შეიგინოს, ანდა სიყალბე გაავრცელოს…
P.S. ზოგადად, ყველას დიდი ხანია გირჩევთ, ნუ უჯერებთ “ერორის” სკანდალურ ანონსებს, ნიუსებს, მათი სიუჟეტების “დამკოპირებელ” სატელიტ საინფორმაციო საშუალებებს. მესმის, რომ ფეიკნიუსების გამოვლინებას ელემენტარული მედიაწიგნიერება სჭირდება, მაგრამ “ერორის” შემთხვევაში, ამას ტრენინგის გავლაც და რამე სპეციალური უნარ-ჩვევების შეძენა აღარ სჭირდება. მათ დიდი ხანია გაიძვერობაში გადაუსწრეს ტელეარხ Russia Today-ს…”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი