კახა საბანაძე პანკისის ხეობაში ჩავიდა – “პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”

0

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილ მოსახლეობას, რომელიც მცირე ჰესების მშენებლობის სამუშაოების განახლებას აპროტესტებს, დიალოგისკენ მოუწოდა. როგორც საბანაძემ ადგილზე განაცხადა, ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ის სთავაზობს აქციის მონაწილეებს, წავიდნენ თელავში და საკითხზე მოლაპარაკებები გამართონ.
„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ, გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, რამდენიც გინდათ, წავალთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს,“- განაცხადა კახა საბანაძემ.

კომენტარები

კომენტარი