პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა

0

პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ ჰესის აშენების საშუალებას არ მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში „ალაზანი ენერჯიმ” და „ფერიმ” “ხადორი-3-ის” მშენებლობა დღეს დაიწყეს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

კომენტარები

კომენტარი