რა გახდა მარტვილში 15 წლის ბიჭის სუიციდის მიზეზი – შსს მოზარდის მამას კითხავს

17 აპრილს, მარტვილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, “კვირასთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოზარდმა, თითქოს, შიმშილს ვერ გაუძლო და ამის გამო მოიკლა თავი, მეზობლების ცნობით, სიცრუეა.

“ეკონომიკურად ვის არ უჭირს, როგორც ყველა, ეს ოჯახიც ისე ირჩენდა თავს. საჭმელი არ აკლდა და სასმელი ამ ბავშვებს. შიმშილით მოკვდაო, საიდან მოიტანეს ეს, ვინ გაავრცელა, როგორ გეკადრებათ. ქალბატონი ვერ მოუვლიდა ისე შვილებს, ეს მამა რომ უვლიდა.
​მამა-შვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მთელმა სოფელმა იცის ეს”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

“24 საათი აქ ვართ, გადავდივართ ერთმანეთში მეზობლები და ასეთი რამე არავის გაგვიგია და დაგვინახავს. საჭმლის და უქონლობის გამო ეს არ მომხდარა. სოფელი რომ შემოიაროთ ნებისმიერი ადამიანი ამას დაგიდასტურებთ, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა”, – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, ამ დროისთვის გარდაცვლილის მამა გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
შეგახსენებთ, 17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ, მამამ სკოლიდან გეგმიური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა.
“მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. ახლა გავიგე ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა თვალაძემ.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები