“ყველას ვულოცავ საბავშვო “ევროვიზია 2025″-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს” – თინათინ რუხაძე
“ყველას ვულოცავ საბავშვო “ევროვიზია 2025″-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ განაცხადა.
„ამ ადამიანებმა ერთი წლის განმავლობაში ის ხარისხი დადეს, რაც ვიხილეთ. ყველას ვურჩევ, ვინც ვერ უყურა, გადაახვიონ და შეხედონ, როგორი ხარისხით, რა სურათით გავიდა და წარდგა დღეს საქართველო მსოფლიოს წინაშე. კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს. ძალიან რთული იყო ტექნიკურად, რთული დავალების სიმღერის კონკურსი იყო. მონაწილეობდა 18 ქვეყანა, პრაქტიკულად ქალაქი გაშენდა ამისთვის. მადლობა მინდა, ვუთხრა შემოქმედებით ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, ვინც შინაარსობრივი ნაწილი მოიფიქრა, რომ საქართველო დღეს ჟღერდა, ჩანდა მთელ ევროპაში და, ალბათ, მსოფლიოში“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საქართველოს წარმომადგენელმა, ანიტა აბგარიანმა 2025 წლის საბავშვო “ევროვიზიაზე” მე-3 ადგილი დაიკავა.
კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი, ლუ დელუზი გახდა.
ფინალურ შოუზე ევროპის 18 ქვეყანა წარდგა.