დავით ზალკალიანი მონპელიეში საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ აქციებს ეხმაურება

0

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, რომ ახალი ინიციატივები იყოს გაჟღერებული იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია თავშესაფრის ზრდასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრი მონპელიეში შეკრებილი საქართველოს მოქალაქეების მიმართვას გამოეხმაურა.
დავით ზალკალიანი უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლებს მოუწოდებს, საკითხს გაგებით მოეკიდონ.
„აქტიურად ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, რომ ახალი ინიციატივები იყოს გაჟღერებული იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია თავშესაფრის ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონმდებლობა იყო მიღებული პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარლამენტარები ამაზე ისაუბრებენ. ანუ კრიმინალიზაცია ხდება იმ ადამიანების, ვინც ორგანიზებას უწევენ, ასე ვთქვათ, არამართლზომიერად ამ ადამიანების გაყვანას თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნის კუთხით.
ყველას მოვუწოდებ, რომ გაგებით მოვეკიდოთ, გავუფრთხილდეთ ამ ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრეს მონაპოვარს. აქ მოგებული და წაგებული არ იქნება. აქ ქვეყანა დამარცხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ კვი­რა­ზე მე­ტია, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე კარ­ვებ­ში ცხოვ­რობს. სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლე­ბი საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან თავ­შე­სა­ფარს ითხო­ვენ.

კომენტარები

კომენტარი