ნათია თურნავა: ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნესსექტორთან კომუნიკაციაში

0

“ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნესსექტორთან კომუნიკაციაში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ უფრო დაჩქარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ისედაც მარტივი პროცედურები, მენეჯმენტი და აღსრულება იქნება უფრო ეფექტური.
„ჩვენ ისედაც კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესასოციაციებთან, მაგრამ არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე, აქცენტი უნდა გადავიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესთან კომუნიკაციაზე. საქართველოში ფუნქციონირებენ შესაბამისი ასოციაციები, ბიზნესგაერთიანებები, დარგობრივი ორგანიზაციები. ვფიქრობ, რომ ძირითადი აქცენტი მსხვილი კორპორაციებიდან გადავიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესზე კომუნიკაციისა და პრობლემების გაცნობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი