თურქეთში, ანკარაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთ სახლში ეჭვმიტანილებმა ძარცვის შემდეგ წახემსება გადაწყვიტეს. პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დარჩენილი საკვები და სასმელი აღმოაჩინა, რომლებიც მათ დატოვეს. როგორც აღმოჩნდა, პროდუქტი ეჭვმიტანილებმა ახლომდებარე მაღაზიაში შეიძინეს.
მაღაზიის ვიდეოკადრებზე არსებული ჩანაწერებით სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილების ვინაობის დადგენა შეძლეს. სახლის ჩხრეკისას, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ამოღებულ იქნა ნაქურდალი ნივთების ნაწილი – “ნოუთბუქები”, მობილური ტელეფონები და საიუველირო ნაკეთობები.
თურქეთის სასამართლომ ყველა მათგანი წინასწარი პატიმრობის ქვეშ დატოვა. დაკავებულები არიან: ნიკა თ. ავაზა უ. რატი გ. და როლანდ უ.