ნათია მეზვრიშვილი: იმედი მაქვს, ვარკეთილში „ლიბერთი ბანკზე” თავდასხმა მალე გაიხსნება

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი იმედოვნებს, რომ ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შემთხვევა მალე გაიხსნება.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვარკეთილში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
„დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე მოხდება ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის გახსნა ისევე, როგორც ყაჩაღობის სხვა ფაქტების გახსნის დროს იყო პოლიცია საკმაოდ ეფექტური და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დღეს დააყაჩაღეს. შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ 2 ქალი, რომელსაც ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა, „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები