“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” არარსებული გადაცემებისთვის ხელფასები გასცა

გასულ წელს “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ხელფასებისთვის, დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 4 723 032 ლარზე მეტი თანხა გასცა. ხელფასები საეთერო ბადეში არარსებული გადაცემებისთვის გაიცა. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შიდა აუდიტის 2013 წლის ანგარიშის თანახამად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლისთვის ხელფასების ნაწილში10 000 000 ლარი დამტკიცდა. 2013 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, გაცემულია 14 723 032 ლარი, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტზე 4 723 032 ლარით მეტია.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2013 წლის სახელფასო უწყისებიდან ირკვევა, რომ გადაცემებზე, რომლებიც ეთერში არ გასულა, ხელფასების სახით 285 766.52 ლარია გახარჯული. გარდა ამისა, პროდუსინგის სამსახურის ხარჯი ბიუჯეტით 2 005 000 ლარი იყო, შიდა აუდიტის დასკვნით კი, 2013 წლის განმავლობაში გაიხარჯა 3 628 744 ლარი, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტზე 1 623 744 ლარით მეტია. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის ემზარ გოგუაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მმართველ გუნდს უჩივის და არხის ფინანსური რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები