აჭარის “საზოგადოებრივ მაუწყებელში” სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიწყო

აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრები სათათბიროდ შეიკრიბნენ. საბჭომ  მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს.  იმპიჩმენტის საკითხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა. უნდობლობის გამოსაცხადებლად ბორდის ხუთი წევრიდან სამის თანხმობაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ, სხდომის პარალელურად,  ტელევიზიის წინ გაფიცული ოპერატორების აქცია დილიდან  მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები