რა ვითარებაა აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინ, სადაც გაფიცული ოპერატორები შეიკრიბნენ (ფოტოკოლაჟი)

აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინ გაფიცული ოპერატორები უკვე შეიკრიბნენ. 13-მა ოპერატორმა  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა.   მაუწყებლის ოპერატორები ხელფასების გაზრდას, ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ მათ რთულ სამუშაო პირობებში უწევთ მუშაობა და, თავიანთი საქმის გარდა, მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ.
ერთ-ერთი გაფიცული ოპერატორი, ლაშა ჯოყილაძე “კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ პროტესტის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღებენ მათი მოთხოვნების შესაბამის პასუხს.
“ჩვენ ვაპირებთ პროტესტის ამ ფორმის გაგრძელებას, სანამ არ მივიღებთ შესაბამის პასუხებს. 13 ოპერატორი ვართ და შემოგვიერთდნენ რეგიონიდანაც “, – განაცხადა ლაშა ჯოყილაძემ
ცნობისთვის, ოპერატორებმა გაფიცვის შესახებ ინფორმაცია 15 აპრილს წერილობით გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები