მუსიკოს – შემსრულებელთა VII კონკურსის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია და გალა-კონცერტი გაიმართება

20 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს მუსიკოს – შემსრულებელთა VII კონკურსის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია და გალა-კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურსი პროფ. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1995 წელს დაარსდა. კონკურსის დამფუძნებლები არიან: „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“,  თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კონკურსის გენერალური მხარდამჭერია „თიბისი ბანკი”.
საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, სამ ტურად, შემდეგი ოთხი სპეციალობით: ფორტეპიანო, სოლო-სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს 16–30 წლის ჩათვლით.
საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VII კონკურსი 10-20 აპრილს, თბილისში, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ.სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები