ეკა ბესელია გიორგი ქობულიას გადადგომაზე: საჭიროა, გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მეტი განმარტება გაკეთდეს

“საჭიროა, გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მეტი განმარტება გაკეთდეს, რომ არ დარჩეს სივრცე სხვადახვა ტიპის ინსინუაციისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, სამთავრობო ცვლილებები ეფუძნებოდეს იმას, რომ უკეთესი გათვლა იყოს შედეგზე.
„დეტალებზე არ შემიძლია, რაიმე ვისაუბრო, სქემებზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მეტი სიცხადეა საჭირო ასეთი მოარული თუ რეალური ხმების ფონზე და საჭიროა, გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მეტი განმარტება გაკეთდეს, რომ არ დარჩეს სივრცე სხვადახვა ტიპის ინსინუაციისთვის. ვრცელდებოდა ინფორმაცია წასვლა-არწასვლაზე, ამიტომ, ალბათ, საჭიროა მკაფიო განმარტებების გაკეთება. მთავარია, ეს ცვლილებები ეფუძნებოდეს იმას, რომ უკეთესი გათვლა იყოს შედეგზე და არა – პერსონალური გადაწყვეტილება, რომლის ირგვლივაც რაღაც კითხვები ისმება”, – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია.
პრემიერმინისტრის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები