“ყვითელ ჟილეტებს” ნოტრ-დამის სიახლოვეს აქციების ჩატარება აეკრძალათ

პარიზის პოლიციამ “ყვითელ ჟილეტებს” 20 აპრილს მორიგი საპროტესტო აქციის ნოტრ-დამის სიახლოვეს ჩატარება აუკრძალა.
აღნიშნული აკრძალვა უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული. ასევე, ტაძართან მიმდინარეობს გამოძიება და ნივთმტკიცებულებების შეგროვება. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციების გამართვა ელისეის მინდვრებზეც აკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები