ხატია მოისწრაფიშვილს „ფეისბუქი“ “გაუტეხეს”
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერს, ხატია მოისწრაფიშვილს „ფეისბუქის“ პირადი გვერდი “გაუტეხეს”. ამის შესახებ მოისწრაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ფეისბუქმეგობრებს“ მოუწოდებს, პრობლების აღმოფხვრამდე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეყრდნონ.
„მეგობრებო, ჩემი Facebook-ანგარიში გატეხეს, შესაბამისად, პრობლემის მოგვარებამდე, ჩემგან მიღებულ ინფორმაციას ნუ გამოეხმაურებით. ორი დღის წინ მივიღე შეტყობინება, რომ ვიღაც ცდილობდა ჩემს ანგარიშში შეღწევას, თუმცა, რადგან ტელეფონზე კვლავაც ვიღებდი notification-ს, ყურადღება აღარ მიმიქცევია“, – წერს ხატია მოისწრაფიშვილი.