ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებიდან პომპეოს მოხსნას ითხოვს

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დენუკლეარიზაციის მოლაპარაკებებიდან მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო მინისტრი, კვონ ენ გუნი ამერიკის სახელმწიფო მდივანს მოლაპარაკებების შეფერხებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, პომპეო “სისულელეებს ლაპარაკობს” და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სიტყვებს ამახინჯებს.
“ვშიშობ, რომ პომპეოს მონაწილეობით მოლაპარაკებები, საბოლოოდ, ჩიხში შევა”, – აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები