ევროკავშირში თავდაცვის საერთო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ

ევროპარლამენტმა თავდაცვის საერთო ფონდის შექმნა დაადასტურა. აღნიშნულ ინიციატივას 328 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 231-მა წინააღმდეგობა გამოთქვა, ხოლო 19-მა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან.
მომავალმა ფონდმა თავდაცვის მეწარმეობაში ინოვაციები უნდა მოიზიდოს, კერძოდ კი ხელი უნდა შეუწყოს ახალი შეიარაღების სისტემის განვითარებას.
დეპუტატების რეკომენდაციით, ამ მიზნებისთვის 13 მილიარდი ევრო უნდა იქნეს გამოყოფილი. საბოლოო თანხა ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის განხილვის დროს დადგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები