ადვოკატი: დათა ახალაია საპატიმროს ხვალ დატოვებს

დათა ახალაია საპატიმროს ხვალ დატოვებს, – ამის შესახებ “კვირას“ დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
„დათა ახალაია საბერძნეთის ქალაქ პეტრასის სასამართლომ გაათავისუფლა. ის საპატიმროს ხვალ დატოვებს. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ის ბოლომდე ბრძოლას და დღევანდელის მსგავსად გამარჯვებას აპირებს“,- განუცხადა „კვირას“ ირაკლი ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია საბერძნეთის სასამართლომ დღეს გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები