პარლამენტში ნინო ლომჯარიას, სავარაუდოდ, ხვალ მოუსმენენ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, მოხსენებით, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს.

ნინო ლომჯარია პარლამენტში 12:00 საათიდან იმყოფება, თუმცა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის პროექტის განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.

ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია კანონპროექტზე მეორე მოსმენით კენჭისყრა მისი მოსმენის შემდეგ მოხდეს:

“მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველს მოუსმინოს პარლამენტმა მანამ, სანამ აღნიშნულ კანონპროექტს კენჭს უყრიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოსმენა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს შეიძენს”,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები