“სატელეფონო ტერორისტებმა” ოდესაში შვიდჯერ განახორციელეს თავდასხმა – ვრცელდებოდა ცრუ განგაში დანაღმული შენობების შესახებ

0

ოდესაში “სატელეფონო ტერორისტებმა” 24 საათის განმავლობაში 7 ობიექტი “დანაღმეს”.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმები ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც სავაჭრო ცენტრ “კადორში” ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამის შემდეგ “დანაღმეს” სავაჭრო ცენტრი “რივიერა” და სასტუმრო “ბრისტოლი”. ასეთი სატელეფონო ზარები დღესაც გაგრძელდა. ცრუ განგაშის გამო, გამნაღმველები ოდესის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდნენ, ასევე, ავტოვაგზალსა და სავაჭრო ცენტრ “პანორამაში”.
ბოლოს კი, პოლიციაში ინფორმაცია ოდესის ნაციონალური უნივერსიტეტის შენობაში არსებული ბომბის შესახებ შევიდა.
აღნიშნული ობიექტები სამართალდამცავებმა და გამნაღმველებმა შეამოწმეს, მაგრამ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. ჩადენილის შესახებ პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. სამართალდამცავები საქმეს იძიებენ.

კომენტარები

კომენტარი