ლევან გოგიჩაიშვილი: გიორგი ქობულიას შესაძლო გაშვების მიზეზი უნდა ვიცოდეთ

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით ეკონომიკური კომიტეტი უნდა დაინტერესდეს. მისივე თქმით, პრემიერმაც უნდა განმარტოს, რომ მინისტრი “ვიღაცის ფეხებში აბლანდვისთვის” არ გადაუყენებიათ.
​„მე ვიმედოვნებ, რომ პრემიერი კომიტეტზე მოვა და დაასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას. იმდენი საკითხია, რომ ბევრი რამის გამო შეიძლება, გაეშვა მისი გადმოსახედიდან. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური მიზეზი. თუ ის ვიღაცას ფეხებში “ებლანდებოდა” და მხოლოდ ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერმინისტრიც გასაშვებია, თუ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სხვისი დაკვეთით და არა – საკუთარი უფლებამოსილებებით. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ გადადგა ქობულია, რას ერჩოდნენ, გამოვიდეს და თქვას. არ შეიძლება ამ ამბის გატარება”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
​ცნობისათვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა.
თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში არ დაუდასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები