ვინც უნდა გახდეს უკრაინის პრეზიდენტი, ლუცენკო თანამდებობას არ დატოვებს

უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს. მისი თქმით, თუკი პოროშენკო ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში, ის არ გეგმავს პოსტის დატოვებას და განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ მან გამოცემა “theБабель”-ს განუცხადა.
ლუცენკო არ გეგმავს, დაწეროს განცხადება გადადგომის შესახებ, მაგრამ, როგორც თავად აცხადებს, არ იქნება “სავარძელზე მიჯაჭვული”. კანონის მიხედვით, გენერალური პროკურორი არ არის ვალდებული, პრეზიდენტის შეცვლის შემთხვევაში დათმოს მანდატი. როგორც თავად პროკურორი ამბობს, ახლა მისი უწყება ძალიან ეფექტურად მუშაობს.
“პრეზიდენტს შეუძლია, მოახდინოს ჩემი გადადგომის ინიცირება. თუკი პარლამენტი მას მხარს დაუჭერს, მას შეუძლია, ახალი კანდიდატურა წამოაყენოს. ასეთი გამოცდისთვის მე მზად ვარ. ბოლოს ჩემ გადაყენაბას 38 დეპუტატმა მისცა ხმა”, – განაცხადა ლუცენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები