პოროშენკოს ხმის მქონე რობოტი მეორე ტურის წინ უკრაინელებთან სააგიტაციო ზარებს ახორციელებს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, პეტრო პოროშენკოს ხმის მქონე რობოტი ამომრჩევლებთან ზარებს ახორციელებს და მისთვის ხმის მიცემისთვის მოუწოდებს.
“პოროშენკოს ზარის” შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ვლადიმერ მატინენკომ გამოაცხადა. მისი თქმით, ზარი საქალაქო ნომრიდან შემოვიდა.
“ხმა თავს პეტრო პოროშენკოდ წარადგინა, უკრაინის პრეზიდენტად. მე მივესალმე კიდეც. მთხოვა, მხარი დავუჭირო მას 21-ში, არჩევნებზე. მინდოდა, რამდენიმე კითხვა დამესვა, მაგრამ ჩანაწერის ხმა თავისთვის ლაპარაკობდა”, – წერს მარტინენკო Facebook-ში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ასეთი ზარები ჟურნალისტებმა და რადას დეპუტატებმაც მიიღეს ისევე, როგორც Facebook-ის სხვა უკრაინელმა მომხმარებლებმა. მოგვიანებით, პოროშენკოს შტაბში დაადასტურეს, რომ “პრეზიდენტის ზარს” აგიტაციისთვის იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები