ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდის შესახებ გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის “ტაქტიკურად სამართი იარაღის” საცდელი გაშვების შესახებ გამოცხადა. კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ინი პირადად აკვირდებოდა აღნიშნული იარაღის საცდელ გაშვებას. ეს პირველი მსგავსი ცდაა დონალდ ტრამპთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ჰანოეში.
ფხენიანში დამკვირვებლები მომხდარს ამერიკაზე ზეწოლის განხორციელების მცდელობად აფასებენ.
არის თუ არა ახალი იარაღი – რაკეტა, არ კონკრეტდება. თავად ტერმინი – “ტაქტიკური იარაღი” გულისხობს საშუალო რადიუსზე მოქმედებას, განსხვავებით ბალისტიკური რაკეტისგან, რაშიც ამერიკელები მთავარ საფრთხეს ხედავენ.
დამკვირვებლების განმარტებით, იარაღს მართვის განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს და შეუძლია ძლიერი საბრძოლო მასალის გადატანა.
ექსპერტების თქმით, თუკი ადრე ჩრდილოეთ კორეა დიდ ყურადღებას უთმობდა ჯარის რიცხოვნობას, ახლა კიმ ჩენ ინის პრიორიტეტი მაღალტექნოლოგიური შეიარაღებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები