ინდოეთსა და პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

0

პაკისტანსა და ინდოეთს თავს ქარიშხალი და ძლიერი წვიმა დაატყდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. ასობით ადამიანი დაშავდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 113-ს აღწევს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინდოეთში დაღუპულთა რიცხვი 64-ს აღწევს, ხოლო პაკისტანში – 49. დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი, წაქცეულია ხეები და გადაკეტილია გზები.
ადგილობრივი მთავრობა სტიქიას მთელი ძალებით ებრძვის.

კომენტარები

კომენტარი