მორიგი თავდასხმა ეკლესიაზე – ნიუ-იორკში მამაკაცმა ტაძრის დაწვა სცადა

აშშ-ში, ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა მამაკაცი რომელსაც თან ჰქონდა ბენზინის ორი ავზი და ცდილობდა შეეღწია ნიუ-იორკის წმინდა პარიკის ტაძარში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

“ადგილობრივი დროით, დაახლოებით 19:55 საათზე მამაკაცი წმინდა პატრიკის ტაძარში შევიდა ბენზინით სავსე ორი ავზით ხელში, რის შემდეგაც ის პოლიციელების მიერ იქნა დაკავებული”, – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეარხ “NBC”-ის ცნობით დაკავებული 37 წლის მამაკაცია. დაკავებისას მან ბენზინი ტაძრის კარს შეასხა. მას თან დაახლოებით 15 ლიტრი ბენზინი ჰქონდა და ორი სანთებელა. ამ დროისთვის ის დაკითხვაზე იმყოფება.

წმინდა პატრიკის ტაძარი კათოლიკური ეკლესიაა მანჰეტენის რაიონში, რომელიც 1878 წელს აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები