RMG Gold-ი საყდრისში სამუშაოებს აჩერებს

კომპანია RMG Gold-ი საყდრისის საბადოსთან სამთო სამუშაოებს დროებით აჩერებს. კომპანია საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო დასკვნას ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშით დადგინდება სადავო საბადოს მონიტორინგის პარამეტრები. უცხოელი სპეციალისტები ადგილზე მიმდინარე სამთო სამუშაოებზე კონკრეტულ რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ. სამუშაოების შეჩერებას გამოეხმაურნენ “საყდრისის გადარჩენის კომიტეტიდან”. კომიტეტის წევრების განცხადებით, უკვე არსებობს უცხოელ ექსპერტთა მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის მიხედვით, საყდრისის საბადო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. კომიტეტი RMG Gold-ს მოუწოდებს, დმანისში სამუშაოები აღარ განაახლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები