პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავების დროს თავი მოიკლა

პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, ალან გარსიამ დაკავების დროს თავი მოიკლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალან გარსიას სახლში სამართალდამცველები მისი დაკავების მიზნით მივიდნენ, რა დროსაც ექსპრეზიდენტმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც პერუს პრეზიდენტის პოსტს 1985-1990 წლებში, ასევე 2006-2011 წლებში იკავებდა, კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები