პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავებისას თვითმკვლელობა სცადა

პერუს ექსპრეზიდენტმა, ალან გარსიამ თვითმკვლელობა მაშინ სცადა, როცა პოლიციის თანამშრომლები, კორუფციის ბრალდებით, მის დაკავებას ცდილობდნენ.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “EFE ” ავრცელებს.
მათი ცნობით, ინციდენტი გარსიას სახლში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი კისრის არეში მოახდინა. ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა, ამ დროისთვის, უცნობია.
ალან გარსია პერუს პრეზიდენტის თანამდებობა ორჯერ ეკავა :1986-1990 და 2006-2011 წლებში. მას ბრალად ერთ-ერთი უმსხვილესი ბრაზილიური სამშენებლო კომპანიისგან – “Odebrecht” ქრთამის აღება ედება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები