გია ვოლსკი: კობახიძის გადაყენების საკითხზე საუბარი ინტრიგნობაა

“არ შემიმჩნევია, რომ ირაკლი კობახიძეს რომელიმე დეპუტატისთვის სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. არ მგონია, რომელიმე დეპუტატს ამის ნაკლებობა ჰქონდეს, მით უმეტეს, ეკა ბესელიას”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი დეპუტატ ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებას.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა და თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხზე საუბარი ინტრიგნობაა.
„ეს ინტრიგნული გამოსვლა მგონია, ვიდრე – რეალობასთან ახლოს მყოფი. ეს ძველი სიტყვა საბჭოთა პერიოდიდან მოდის, მაგრამ ეს პათოსიც იგივეა. არ შემიმჩნევია, რომ ირაკლი კობახიძეს რომელიმე დეპუტატისთვის სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. არ მგონია, რომელიმე დეპუტატს ამის ნაკლებობა ჰქონდეს, მით უმეტეს, ეკა ბესელიას. შეიძლება, ზოგჯერ, რეგლამენტი სხდომის დროულად დაწყებაზე ირღვევა, მაგრამ ამას ობიექტური მიზეზები აქვს. სხდომის წაყვანა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როცა ამდენი ხალხია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის შეკამათება მოხდა.
ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რამაც ირაკლი კობახიძემ გააღიზიანა და ბესელიასთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები