ჟირინოვსკი: დაგავიწყდათ, როგორ დაწვეს ფრანგებმა მოსკოვი, შეწირვა უნდა ხდებოდეს რუსული სიწმინდეებისთვის და არა – ნოტრ-დამისთვის

​რუსეთის ლიბერალური-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გააკრიტიკა რუსი მეცენატები, რომლებსაც სურთ, რომ თანხა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შესწირონ.
“ფრანგებისთვის ეს უსიამოვნოა, დაიწვა ყველაზე ცნობილი ტაძარი. თქვენ დაგავიწყდათ, როგორ დაწვეს ფრანგებმა მოსკოვი, გაძარცვეს ნახევარი ქვეყანა და ათასობით ადამიანი მოკლეს?” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ჟირინოვსკის თქმით, რუსეთში უამრავი ეკლესიაა, რომელიც რევოლუციებისა და ომიანობის დრო იქნა დანგრეული, ან დაზიანებული და, პირველ ყოვლისა, ზუსტად ისინი უნდა აღდგეს.
“მოდით, იქ აღვადგინოთ. ჩვენ კი, პირველ ყოვლისა, უცხოელებს ვეძგერეთ. მე მივიჩნევ, რომ ეს არასწორია”,- განმარტა ჟირინოვსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები